Coinmetrics-ის კრიპტოვალუტური ანალიტიკოსების დასკვნა აჩვენებს, რომ Bitcoin Private-ს 2 მილიონი ტოკენი ფარულად იყო ემიტირებული და BTCP-ს ეკრანიზირებულ პულში იყო გადამისამართებული. Bitcoin Private-ს გუნდმა არამხოლოდ მოუმატა ოფიციალურ whitepaper-ში განცხადებული მონეტების რაოდენობას, არამედ საკმაოდ დიდი სარგებელიც მიიღო.
Bitcoin Private პირველი ჰარდფორკია, რომელიც ორი ბლოკჩეინის შერწყმის Bitcoin (BTC) და კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული Zclassic შედეგად გაჩნდა, რომელიც თავისთავად Zcash-ის ფორკს წარმოადგენდა.
Bitcoin Private-მა არ განხორციელებული UTXO ტრანზაქციების ორი არსებული კრებული ერთ ჯაჭვში გააერთიანა. ამან BTCP მიწოდების ფაქტიური ლიმიტი 23.04 მლნ-მდე გაზარდა, და არა 21 მილიონამდე, როგორც ოფიციალურ საბუთში იყო ნაჩვენები. შემდეგ Coinmetrics-ის სპეციალისტებმა 29 აპრილს გაუთვალისწინებელი აქტივების დაუცველ მისამართებზე გადარიცხვების დაზუსტება შეძლეს, ხოლო 11 ივლისაიდან დაახლოებით 300 ათასი BTCP ბაზარზე გადმოიყარა. მონეტის საბაზრო კურსის გათვალისწინებით, გაუთვალისწინებელი აქტივის გაყიდვამ $1 მილიონიდან $3 მილიონამდე მოგება მოუტანა. ანგარიშის თანახმად, დანარჩენი 1.74 მილიონი BTCP ისევე ხელშეუხებელი დარჩა.
დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, ის ფაქტი, რომ 2 მილიონი Bitcoin Private მისტიურად ჰარეიდან იყო მატერიალიზირებული, სერიოზულად შეაშფოთა საზოგადოება და BTCP-ს კურსზე აისახა, რომელმაც თითქმის მეოთხედით დაიკლო. ბევრმა უკვე დაარქვა Bitcoin Private-ს სკამი, ხოლო მის შემქმნელებს თაღლითები უწოდეს..
Bitcoin Private-ს გუნდმა აღნიშნული ერთ-ერთ დეველოპერს გადააბრალა, რომელმაც Github-თან წვდომა მიიღო და სუსტი დაცვის მქონე კოდი წინასწარ დაწერა.
ასევე წაიკითხეთ
Kucoin-ი მოხმარებელს, კრიპტოვალუტის სანაცვლოდ, საკრედიტო ბარათით გადახდის საშუალებას აძლევს
სინგაპურის კრიპტოვალუტურმა ბირჟა KuCoin-მა ისრაელის ფინანსურ კომპანია Simplex-თან ხელშეკრულება დადო, რათა მომხმარებლებს საკრედიტო და სადებეტო ბარათებით კრიპტოვალუტის შეძენის შესაძლებლობა მისცეს.
ბიტკოინმა ჩინურ კრიპტოვალუტების რეიტინგში პოზიცია შეიცვალა
ჩინურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების ცენტრმა (CIID) კიდევ ერთი, ახლა უკვე მეშვიდე, რეიტინგი გამოაქვეყნა.