ტაივანელი მაინერი გვარად იანგი დააპატიმრეს და მთავრობამ ბრალად, კრიპტოვალუტაში 100 მილიონი იუანის ($14 500 00) არაკანონიერ მოპოვების გამო წაუყენა. იანგმა $3.2 მილიონის მოპარული ელექტროენერგია მაინიგისთვის გამოიყენა.
2022 წლის 31 მაისისთვის Monero-ს მიმოქცევაში 18.4 XMR-ი ექნება. პროექტმა მაინინგით ამ თანხის 90%-ზე მეტი მოიპოვა.
კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც ბიუიტიდან (მონტანა) დასავლეთით დატა ცენტრის მშენებლობას აპირებს, ბიტკოინის ფასის ვარდნასთან დაკავშირებით, რომლის ფასიც $3200-მდე დაეცა, სულაც არ ღელავს. სინამდვილეში, Power BLock Coin LCC თანადამფუძნებელი აარონ ტილტონი თვლის, რომ ფასის ვარდნა ზოგიერთ მაინერს აწყობს კიდევაც.
კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.
გუშინ კომპანია Razer-მა კომპიუტერებისთვის ახალი დანართის გაშვება დააანონსა. დანართი გეიმერების უქმად მყოფი ძლიერი კომპიუტერების GPU-ს სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კორპორაცია Asus-ი, მოთამაშეებს თავიანთი ვიდეობარათების ჭარბი სიმძლავრის გამოყენებას კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სთავაზობს.
ნახევარგამტარი ჩიპების წარმოების მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანია Intel-ი „ენერგოეფექტური აპარატული ამაჩქარებლის“ გამოყენებით Bitcoin-ის მოპოვებაზე პატენტს მიიღებს. „ოპტიმიზირებული SHA256 Datapath“ პატენტის თანახმად, „მაღალი წარმადობის მქონე“ გამოგონება Bitcoin-ის მოპოვების პროცესზე ენერგიის დანახარჯს 15 პროცენტით შეამცირებს.
2019 წლის იანვრიდან ნორვეგიაში მაინინგის კომპანიებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათების გაუქმება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, მონაცემთა დამუშავების შვედური ცენტრები მაინინგური კომპანიებისგან მოთხოვნების ტალღას ელოდებიან, რომელთაც საკუთარი საქმიანობის შვედეთში გადატანის სურვილი გაუჩნდებათ.
შემოგვიერთდით