დილანდელი მინიმუმები საბოლოო არ არის. შემცირება მოკლევადიანი კორექციის შემდეგ განახლდება.
XLM/USDგუშინ Stellar Lumen-ის ფასი ვარდისფერი დერეფნის ჩარჩოებში იკლებდა და დღეს მინიმუმი 0.108 USD-ის ნიშნულამდე განაახლა. 0.100 USD ნიშნულის შემოწმება ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ გამომდინარე მოკლევადიანი კორექციიდან, XLM/USD წყვილი იქ მხარდაჭერას დღის ბოლომდე იპოვის და უქმეებისთვის ამ ფასის მიდამოში, ფლეტში დარჩება
BCH/USDBItcoin Cash ABC-ს ფასის გუშინდელმა დაკლებამ 100.00 USD-ის მხარდაჭერის დონეზე გარღვევა და მინიმუმის 94.00 USD წერტილში დამყარება გამოიწვია. შედეგად, Bitcoin Cash ABC-ს კაპიტალიზაცია $1.7 მილიარდამდე დაეცა, რასაც CoinMarketCap-ის რეიტინგში მეხუთე პოზიციის დაკარგვა მოყვა და მაშინვე ტოპ-10 ის მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩნდა.
მეხუთე პოზიციაზე Bitcoin Cash SV ამოვიდა, რომელიც კაპიტალიზაციის მაჩვენებლით $1.9 მილიარდია.2018 წლის 23 ნოემბერს Bitcoin Cash -მა მხარდაჭერა 35.00 USD-ზე იპოვა და კაპიტალის მოგროვება დაიწყო. გუშინ ბირჟა Polonex-ზე 100.00 USD-ს წინააღმდეგობის გარღვევა დაფიქსირდა და BCHSV-ს ფასმა მაქსიმუმს 109.00 USD-ის მიდამოში მიაღწია. ამან BCH-ს საშუალება მისცა ორ ფორკს შორის დავაში ინიციატივა აეღო. ვვარაუდობთ, რომ წყვილი Bitcoin Cash SV დღეს უპირატესობის გაზრდას შეეცდება და 120.00 USD ნიშნულს შეამოწმებს, ხოლო Bitcoin Cash ABC - საეჭვოა გუშინდელი მინიმუმის შემდეგ აღდგეს, 117.00 USD-მდეც კი.
EOS/USDEOS-ის ფასის კლება 2.00 USD მხარდაჭერის დონეზე არ შეიზღუდა. დილით მინიმუმი 1.67 USD ნიშნულზე დამყარდა, მაგრამ დაკლება არ შეჩერებულა და სავსებით შესაძლებელია, რომ წყვილმა სავაჭრო დღე 1.50 USD-ზე დაიხუროს. ამ ფასების მიდამოში ასევე შესაძლებელია წყვილის კონსოლიდაცია. უქმეებზე ბაზრის აქტიურობის შემცირებას, ვიწრო გვერდულ დიაპაზონში კონსოლიდაცია შეუძლია უზრუნველყოს.
LTC/USDLitecoin-მა გუშინ აღდგენა ოცდაათდოლარიანი წინააღმდეგობის ზემოთ შეძლო და ვარდნა გააგრძელა დაუნ-ტრენდის ვარდისფერ დერეფანში. დღეს დილით კი კონსოლიდაციაში 24.68 USD-ის ნიშნულზე გადავიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს წერილი დღიური მინიმუმი არ გახლავთ. კორექცია არ იქნება ხანგრძლივი და წლიური მინიმუმი, ლაითკოინის სანაცვლოდ, 24 დოლარის ქვემოთ დაეცემა.
მოახლოვებულ უქმეებზე LTC-ის ფასს შეუძლია ვარდისფერი დერეფნის ზედა საზღვართან აღდგეს.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 12.11.2018-სთვის
უქმეებმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარეს და ფასების კონსოლიდაცია გვერდულა დიაპაზონში მიმდინარეობდა. კვირის დასაწყისში ბაზრის მერყეობა შეიძლება გაიზარდოს. იქნება კიდევ ერთი შემცირების ტალღა?
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS, და Litecoin მიმოხილვა 03.12.2018-სთვის
ვთვლით, რომ წლის მინიმუმების კორექცია დასრულდა. ფასის შემცირების ახალი ტალღა გველის.