ბაზრის გუშინდელი მკვეთრი ვოლანტილობის ზრდა შეიძლება ვიწრო დიაპაზონში კონსოლიდაციით შეიცვალოს.
BTC/USD
გუშინ ხანმოკლე 4170.00 USD-ის მიდამოში კონსოლიდაციის შემდეგ, ფიბონაჩის 38.2%-იანი (4429.37) რე-ტესტის მცდელობა დაფიქსირდა, მაგრამ რაღაც კარგად ვერ მოხერხდა. დათვებმა ზეწოლა განაახლეს. კვირის მაქსიმუმი მხოლოდ 4236.84 USD-ზე დაფიქსირდა და გაყიდვების ტალღამ ფასი ფსიქოლოგიურ 4000.00 USD-ის მხარდაჭერამდე დაწია. გუშინდელი დღის დასრულებამდე ფასი ზრდის მწვანე დერეფანში შენარჩუნდა.
ამაღამ, გამყიდველების ზეწოლა გაძლიერდა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და აპ-ტრენდის მწვანე დერეფნის ქვედა საზღვარი დაინგრა და ფასი ქვემოთ ჩაფრინდა. “თავისუფალი ვარდნისგან” წყვილი 3750.00 USD-ის ძლიერმა მხარდაჭერამ შეაკავა. თუ ზეწოლა ისევ განახლდება, მაშინ წყვილის მომდევნო ჩამოსრიალების შემაკავებელ დონედ 3474.70 USD გამოდგება.
XRP/USD
გუშინ, 0.390 USD-ის მიდამოში ხანმოკლე კონსოლიდაციის შემდეგ, Ripple-ს ფასმა იმდენად ძლიერი ხარული იმპულსი მიიღო, რომ 0.400 USD-ის წინააღმდეგობა გადალახა და უფრო მეტიც, ფიბონაჩის ნულოვანი დონე - 0.450 USD შეამოწმა. წყვილის ვოლანტილობა მკვეთრად გაიზარდა, ფასმა ჯერ აპ-ტრენდის საკმაოდ ფართო მწვანე დერეფნის ზედა საზღვარი გახვრიტა, ამაღამ კი მის ქვედა საზღვართან ჩამოვიდა. 0.370 USD-ის მხარდაჭერის დონეზე, შემცირება შეწყდა, მოცულობამ დაიკლო და ვოლანტილობაც შემცირდა.
შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს, რათა ფასი ასეთი სწრაფი ზრდისა და აქტიური დაკლების შემდეგ, ამ დონეზე კონსოლიდაციაში გადავიდეს. შემდგომი ვარდნა კი 0.330 USD-ით შეიზღუდება.
ETH/USD
გუშინ Ethereum-მა 150.00 USD-ის დონის თავზე გამყარება ვერ შეძლო. წყვილმა გაარღვია წინააღმდეგობა, დაამყარა მაქსიმუმი 159.11 USD-ის მწვერვალზე და ბურთივით დაგორდა მის საწყისთან - 130.00 USD-თან, საიდანაც ეთერეუმის ფასმა გუშინ თამამი აღმასვლა დაიწყო. დინამიური დაკლების მიუხედავად, ETH-ს ფასი აპ-ტრენდის მწვანე დერეფანში შენარჩუნდა, მაგრამ ჯერ ზრდის ახალი მცდელობის პროგნოზირება რთულია.
სავარაუდოდ, ახლო მომავალში 130.00 USD-ის კონსოლიდაციის სივრციდან, 23.6%-იანი ფიბონაჩის (114.43 USD) მხარდაჭერამდე დაიკლებს.
*ყველა ფასის გამოსახულება მოყვანილია ბირჟა Bitstamp-ის მონაცემების მიხედვით.
ასევე წაიკითხეთ
XMR-ისა და ADA-ს ანალიზი 08.11.2018-სთვის
გუშინდელი ზრდის გარკვეული შეზღუდვის მიუხედავად, საერთო ტრენდი ხარული რჩება და კვირის ბოლოსთვის ალტკოინების უმეტესი ნაწილის ფასი მაღალ პოზიციებზე უნდა დაიხუროს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ADA/USD ტრეიდერებს მხარდაჭერის დონეზე სტოპების დროს შეიძენენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: გლობალურმა ვალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, აპოკალიფსი ახლოვდება
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ვალმა მორიგ მაქსიმუმს მიაღწია - 247 ტრილიონი დოლარი 2018 წლის პირველ კვარტალში. ამ ციფრიდან, არასაფინანსო სექტორზე 186 ტრილიონი დოლარი მოვიდა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.

