კრიპტოვალუტის წარმატება მეტწილად იმ ადამიანების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომლებიც ციფრულ ფულს გარკვეული ოპერაციების შესრულებისთვის იყენებს. არც ისე დიდი ხნის წინ, კომპანია Dash-მა საერთაშორისო საგადასახადო ოპერატორთან ePaymints-ი დაწყებული პარტნიორული ურთიერთობების შესახებ განაცხადა. მოსალოდნელია, რომ მოცემული ურთერთობა გაზრდის მომხმარებელთა რიცხვს და თავად ციფრული ვალუტის გამყარებასაც შეუწყობს ხელს.
გავრცელებული ანონსის თანახმად, ePaymints-სთან თანამშრომლობა დააჩქარებს Dash-ის ფინანსურ ინდუსტრიაში დამკვიდრებას. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, კომპანია უკვე დაეხმარა საკუთარ კლიენტებს თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებულ 65 %-დან 92 %-მდე საკითხში.
Dash Core Group-ში ბიზნესის განვითარების განყოფილების უფროსის ბრედლი ზასტროუს განცხადებით:
ნაღდი ფულის და სახსრების დაბრუნების სფეროებში მომუშავე დარგები, წარმატების შემთხვევაში საკრედიტო ბარათებზე გაცილებით დიდ საკომისიოებს იხდიან. Dash-ის შემთხვევაში, ეს საუკეთესო ვარიანტია და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ePaymints-მა მოცემული პრობლემის გადაჭრის საკითხში ჩვენ ლიდერ კრიპტოვალუტად გვცნო.
კომპანია ePaymints-ის ვებ-გვერდზე მოყვანილი ინფორმაციის მიხედვით, მისი საგადასახადო სისტემა მსოფლიოს 195 ქვეყანაში მუშაობს, აქვს შეხება 135 ციფრულ ვალუტასან და თანამშრომლობს 47 ბანკთან.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოდი დორსტმა განაცხადა:
გადასახადების დამუშავების სფეროში ჩვენ საკმაოდ დიდ გამოცდილებას ვფლობთ. სერვისის არსებობის განმავლობაში, ჩვენ პრაქტიკულად ნებისმიერ არსებულ საგადასახადო სერვისთან გვქონდა შეხება. მსოფლიოს მასშტაბით კრიპტოვალუტის გამოყენების მოცულობა იზრდება, Dash-ი კი ამ განვითარებადი ტრენდის ერთ-ერთი ნაწილია. ჩვენ მოხარულნი ვართ Dash-თან თანამშრომლობის და მზად ვართ ჩვენს კლიენტებს საუკეთესო გადაწყვეტილებები შევთავაზოთ.
უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში Dash-ის ღირებულება 20 %-ით გაიზარდა, თუმცა შემდგომ ოდნავ შემცირდა. ამჟამად Dash-ით ვაჭრობა საშუალოდ 100 აშშ დოლარის ნიშნულზე მიმდინარეობს.
მასალების მიხედვით ethereumworldnews.com
ასევე წაიკითხეთ
SWIFT-ი ბლოკჩეინზე ახალ სისტემას ტესტავს
ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.
Visa კრიპტოვალუტებში საკუთარი თავისთვის საფრთხეს ვერ ხედავს
ფინანსური გიგანტი Visa ციფრული აქტივების ბაზარზე გასვლას არ ჩქარობს. გადაცემა Mad Money-ის მსვლელობისას, რომელიც ეთერში CNBC-ზე გადის, Visa-ს გენერალურმა დირექტორმა ალფრედ კელიმ ციფრულ ინდუსტრიაში კომპანიის სამომავლო გეგმები განიხილა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტები Visa-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ კომპანია კრიპტოვალუტური ფუნქციების დანერგვისთვის მზადაა, თუკი ციფრული მონეტები მომავალში უფრო სტაბილური და გავრცელებული იქნება.