გასულ ხუთშაბათს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ ხელფასები VES-ში (სუვერენული ბოლივარი) მაქსიმალურად - 150% გაზარდა და მისი Petro-თან მიმართებაში კურსი 3600-დან 9000-მდე გაიზარდა, რადგან ეს ორი ინდექსი ერთმანეთზეა მიბმული. ამასთანავე, Petro-თი გადახდები, მისი ფასის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ბევრგან აუცილებელია.
ამ დაუფიქრებელმა ნაბიჯმა ბოლივარის 40% დევალვაცია გამოიწვია.
შედეგად, კვირის ბოლოსთვის, ადგილობრივ კრიპტობირჟა Localbitcoins-ზე BTC-ის ვაჭრობის მოცულობა $5 მილიონით გაიზარდა. ფინანსური კრიზისის მდგომარეობაში, ბევრი ბიტკოინსა და სხვა ციფრულ ვალუტებს ვენესუელის სიღარიბის დაღწევის საშუალებად მიიჩნევს.
სახელმწიფო კრიპტოვალუტა Petro-ც კი, რომელიც სახელმწიფომ კრიზისის დასაღწევად გამოუშვა, ისეთივე პოპულარულია, როგორც ბიტკოინი.
ქვეყანაში არსებული ნავთობის მარაგების მიუხედავად, ნავთობის ბარელის ფასის ვარდნის გამო, ვენესუელა სერიოზულ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ, ინფლაციის უპრეცენდენტო დონე აჩვენა და, ექსპერტების ვარაუდით, ის 1600 %-იან ზრდას მიაღწევს.
ინფლაციის გამწვანებასთან ერთად, სუვერენული ბოლივარი უფასურდება: 100 VES ბანკნოტი მხოლოდ 2 ცენტს უდრის. კრიზისმა ბოლივარი ვენესუელაში გამოუსადეგარ ვალუტად აქცია, ხოლო ბიტკოინს მოსახლეობა სულ უფრო ხშირად იყენებს.
ასევე წაიკითხეთ
იაპონიის ცენტრალური ბანკი: ეროვნული კრიპტოვალუტები ეკონომიკური თვალსაზრისით არაეფექტურები არიან
New York Times -ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, იაპონიის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ მასაიოში ამამიასმ ეჭვქვეშ დააყენა ის ფაქტი, რომ ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტები ხელს უწყობენ სავალუტო სისტემის გაუმჯობესებას. მან განაცხადა, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას არ გეგმავს.
საუდის არაბეთი ციფრულ ვალუტას ქმნის
მომავალ წელს საუდის არაბეთი საკუთარ კრიპტოვალუტას ჩაუშვებს. არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს კრიპტოვალუტა სხვა ნავთობით მდიდარ ქვეყანასთან ერთად შემუშავდება - არაბთა გაერთიანებული საემიროები.