Monero-ს ძირითადი გუნდის წევრმა და დეველოპერმა რიკადრო სპანიმ ისაუბრა, რა შედეგები იყო ქსელ Monero-სთვის მოსალოდნელი, Bitcoin-ის შემქმნელებს Bitcoin-ის პროტოკოლში ანონიმურობის დამკვირების შესახებ გადაწყვეტილება რომ მიეღოთ.
თუკი ასეთი რამ მოხდებოდა, ეს დიდი მოვლენა იქნებოდა, - თვლისMonero-ს დეველოპერი, ვინაიდან მრავალი მიმართულებით, Bitcoin ბაზრის ლიდერი და პირველი წარმატებული კრიპტოვალუტაა. საზოგადოებას მისდამი ემოციური დამოკიდებულება გააჩნია, ამიტომ Bitcoin-ის მხრიდან კონკურენციაზე ნერვიულობა ღირდა, თუმცა, რიგი მიზეზების გამო, სპანის ასეთი სავარაუდო კონკურენციის არ ეშინია.
მისი თქმით, თუკი Bitcoin-ის ქსელში კონფიდენციალურობა ოდესმე გაჩნდება, მარეგულირებლები მას უბრალოდ გაანადგურებენ. მაგრამ თუკი შორეულ მომავალში ამგვარი რამ მოხდება, Monero-ს არსებობა კვლავინდებურად საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან, Bitcoin-ისგან განსხვავებით, Monero-მ უკვე ბევრ ისეთ რამეს მიაღწია, რაზეც Bitcoin გაფიქრებასაც კი ვერ ახერხებს.
„Monero უკვე გამოიყენება ვენესუელასა და დესპოტური რეჟიმების მქონე სხვა ქვეყნებში. ამიტომაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ Bitcoin პრივატულობას დაამატებს, ეს ფაქტი არ არის, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ სისტემაში უკვე არიან, გადართვა გაუადვილდებათ“.
სპანიმ განმარტა, რომ Monero Bitcoin-ის სარეზერვო კოპირების გეგმას ჰგავს და რომ Monero-ს საკუთარი კოდი, კრიპტოვალუტა, ელიპტიკური მრუდე გააჩნია და ის Bitcoin-ის კოდზე დამოკიდებული არაა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე კონფიდენციალურ ქსელ Zcash-ს, Monero-სგან განსხვავებით, ოპერაციების პრივატულად გადაქცევის შესაძლებობა აქვს, თუკი ეს მომხმარებლებს სურთ. თუმცა, Monero-ს კონფიდენციალურობა Zcash-ზე ოდნავ დაბალია. ამის კომპენსირებას ის მონაცემთა სამომხმარებლო ბაზის ზომის ხარჯზე ახდენს, რომელიც Monero-ს გაცილებით უფრო დიდი აქვს.
„ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ თქვენ Monero-ს ქსელში არაკონფიდენციალური ტრანზაქციები ვერ გექნებათ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, გარკვეული ოპერაციების დეტალები საჯარო გახადოთ, იმისთვის რომ დაადასტუროთ, რომ ვიღაცას ფული გაუგზავნეთ და თქვენ შეგიძლიათ, ეს მონაცემები, სხვა თქვენი კონფიდენციალური მონაცემების გახსნის გარეშე, მესამე მხარეს გაანდოთ, მაგალითად, აუდიტორს ან საგადასახადო ორგანოს“.
მასალების მიხედვით bitcoinwarrior.net
ასევე წაიკითხეთ
"თავს უშველეთ!" - ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა თავკაცმა საფონდო ბაზრის ჩამოშლა იწინასწარმეტყველა
როგორ დავიცვათ კაპიტალი საფონდო ბირჟაზე გაუფასურებისგან? როგორ დივერსიფიცირებენ ინვესტორები ჩამონგრევისგან ფასიანი ქაღალდების ბაზარის რისკებს?
ალექსის ოგანიანი: შოკი სასარგებლოა, მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან
2018 წლის 14 ნოემბერს Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ხანგრძლივი სტაბილურობის შენარჩუნების შემდეგ, ბიტკოინი $5202-მდე დაეცა. სხვა ტოკენების ღირებულებაც ასევე დაეცა. თუმცა, Reddit-ის შემქმნელის ალექსის ოგანიანის აზრით, კრიპტოვალუტის ფასის დაცემა - მომავალი განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.