Huobi მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვლესი კრიპტოვალუტური ბირჟაა. ცოტა ხნის წინ მან რისკის ზონაში მყოფი 32 ციფრული ვალუტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
კომპანია "ST" მარკირებას უკეთებს კომპანიებს, რომლებიც ტოკენებს უშვებენ და თავიანთ კვარტალურ ან ნახევარწლიან ანგარიშს თავის დროზე ზედიზედ ორჯერ არ აქვეყნებენ.
ასევე ბირჟა "ST" იმ ორგანიზაციებს აფრთხილებს, ვისი ტოკენებიც 15 დღის განმავლობაში დღიურ საშუალო $50 000 მოცულობაზე ვერ ადის და მათთვის, ვინც გამცვლელის წესებს არღვევს.
გაფრთხილება მიიღეს შემდეგმა ციფრულმა მონეტებმა: APPC, BCV, BFT, DAT, DGD, EKO, ENG, EVX, GAS, IDT, IIC, LUN, MDS, MT, MTL, MTN, MTX, OST, PRO, QSP, QUN, RCN, RDN, RTE, SALT, STK, TNT, UTK, WPR, XMX, ZJLT და ZLA.
გადამცვლელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს 32 მონეტა არასაკმარისი ვაჭრობის მოცულობის დემონსტრირებას ახდენდნენ. მიუხედავად ამისა, 26 დეკემბერს თანამშმრომლები ყველა ჩამოთვლილ ტოკენს განმეორებით გადაამოწმებენ. იმ შემთხვევაში, თუ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება, Huobi-მ შეიძლება დელისტინგის პროცედურა ჩაატაროს.
მანამდე Huobi ჩინეთის უმსხვილესი ბირჟა იყო, თუმცა, კრიპტოვალუტური ორგანიზაციების მიმართ სახელმწიფო რეპრესიების გამო, მისმა მმართველობამ სინგაპურში სათავო ოფისის გადატანა გადაწყვიტა, მაგრამ ამ მომენტისთვის, იგი მსოფლიოში ვაჭრობის მოცულობით მეოთხე ადგილს იკავებს და CoinMarketCap_ის ინფორმაციით, ბირჟა დღეში დაახლოებით მილიარდი დოლარის გაცვლით პროცესს ამუშავებს.
მასალების მიხედვით www.financemagnates.com
ასევე წაიკითხეთ
Binance ტოკენით სასტუმროს საფასურის გადახდა შეიძლება
ბლოკჩეინზე დაფუძნებული სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმა Tripio, რომელიც ასევე სახელით Crypto Airbnb-ი არის ცნობილი, საკუთარ მომხმარებელს სასტუმროს 450 000 ნომრის და საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის BNB ტოკენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს.
Binance-ი ბირჟა WEX-თან დაკავშირებულ ყველა ანგარიშს ყინავს
Binance -მა საკამათო კრიპტოფლატფორმა World Exchange Services (WEX)-თან ირიბად დაკავშირებული ანგარიშები გაყინა. ETH-ის 93000 მონეტა ამ ბირჟაზე WEX-ის ცივი საფულიდან გადმოირიცხა. მომხმარებლები შიშობენ, რომ ეს თანხა სამუდამოდ არის დაკარგული.