Bitcoin Cash Association-ი ლათინური ამერიკის ტრეიდერებს შორის BCH-ს აპრომოუტებს BCA და Spendbch-მა ვებ-პორტალ Bitcoincashers.org -ზე BCH-ის უფასოდ დარიგების საბონუსო პროგრამის შესახებ ინფრომაცია გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, BCH-ს ისინი მიიღებენ, ვინც ლათინურ ამერიკის ადგილობრივ საწარმოებში კრიპტოვალუტის მიღებას შეუწყობს ხელს.
უფასო BCH-ების მიღების წესი საკმაოდ მარტივია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. პირველი ნაბიჯი - კომპანიას bitcoin cash- ი გააცნო, საფულე დაუინსტალირო და ხმარება ასწავლო. თუ კომპანია BCH-ის გამოყენებაზე დათანხმდება, მონაწილემ ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერში უნდა გაავრცელოს. ამის შემდეგ, კომპანია ფორმას ავსებს, სადაც თავის საქმიანობას აღწერს და ადგილმდებარეობას აკონკრეტებს. საბონუსო პროგრამის მონაწილეებმა ფორმაში BCH-ის სწორი მისამართი უნდა მიუთითონ, რომელზეც, ტრეიდინგის უფლებების დადასტურების შემდეგ, სახსრები გადაირიცხება.
ამ ეტაპზე პროგრამა მექსიკაში, ვენესუელაში და კოლუმბიაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო მომავალში, მსგავს BCA კამპანიების ჩატარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით იგეგმება. ინფორმაციის გავრცელებისთანავა, პროგრამა დიდი პოპულარულობით სარგეგბლობს. ვენესუელის და კოლუმბიის 250-ზე მეტი საწარმო მზად არის BCH-ის მიღებაზე.
ახლახანს BCA-მა Eatbch-ის საქველმოქმედო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ არასამთავრობო ორგანიზაცია Eatbch-ს, რომელიც სამხრეთ სუდანსა და ვენესუელაში კრიპტოვალუტის გამოყენებას შეუწყობს ხელს, 1000 აშშ დოლარი გადაურიცხა.
გარდა ამისა, კომპანია BCH-ის მიღებაზე თანახმა საწარმოებთან ურთიერთობებს განავითარებს.
მასალების მიხედვით news.bitcoin.com
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Private-მა საკუთარ ტოკენზე მოთხოვნა ფარულად გაზარდა
Coinmetrics-ის კრიპტოვალუტური ანალიტიკოსების დასკვნა აჩვენებს, რომ Bitcoin Private-ს 2 მილიონი ტოკენი ფარულად იყო ემიტირებული და BTCP-ს ეკრანიზირებულ პულში იყო გადამისამართებული. Bitcoin Private-ს გუნდმა არამხოლოდ მოუმატა ოფიციალურ whitepaper-ში განცხადებული მონეტების რაოდენობას, არამედ საკმაოდ დიდი სარგებელიც მიიღო.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin ანალიზი 19.10.2018-სთვის
იმპულსური მოძრაობის არქონა არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ფასის კლების პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია