მიმდინარე სავაჭრო კვირეული სწორედ დაიწყო. ალტკოინების ბაზარმა გვერდულა დიაპაზონში განაგრძო კონსოლიდაცია. მონაწილეების დაბალი აქტიურობა გვერდულის გაგრძელებას ხელს შეუწყობს
BCH/USD
BItcoin Cash-ის ასი უკვე ცამეტი დღეა ყვითელ დერეფანში კონსოლიდაციას აგრძელებს, როგორც ჩანს დღესაც გვერდული გაგრძელდება, ხოლო ყვითელ კორიდორში კონსოლიდაციის დიაპაზონი შევიწროვდება
EOS/USD
EOS გვერდულ დიაპაზონს მწვანე სამკუთხედის ჩარჩოში ავიწროვებს. დღეს მოსალოდნელია, რომ ფასი სამკუთხედის ქვედა საზღვარს გადასცდება და ლოკალური მინიმუმის შემდეგ საშუალო სრიალა EMA55-ს შეამოწმებს, რომელიც ფიბონაჩის ნულოვანი დონის ოდნავ ზემოთ იმყოფება. წყვილის ხუთდოლარიან დონემდე დაკლებაზე სააუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან ეს ბაზრის გააქტიურებას და ვაჭრობის მოცულობის გაზრდას მოითხოვს.
XLM/USD
უქმეების განმავლობაში Stellar Lumen-მა იასამნისფერ დერეფნის მაღლა შეძლო გამყარება. თუმცა, ამაღლების ტენდენცია, რომელმაც 0.209USD დონეზე აიღო სტარტი, უკვე იწურება და დღეს წყვილი იასამნისფერ გვერდულ დიაპაზონს შეიძლება ისევ დაუბრუნდეს
LTC/USD
Litecoin-ის ფასი გვერდულ დიაპაზონში კონსოლიდაციას აგრძელებს, 53.44USD-ს წინააღმდეგობის ქვეშ. დღეს მინიმუმის შემდეგ 51.50USD-ს მიდამოში წყვილი 53.44USD-ს დონემდე გაიზრდება, მაგრამ ამპლიტუდის შევიწროვების გამო ნაკლებად სავარაუდოა მისი შემოწმება შეძლოს.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 21.11.2018-სთვის
გუშინ დათვებმა ფასების ძირითადი მხარდაჭერების ქვემოთ დაყვანა ვერ შეძლეს. თუმცა, მინიმუმი ძალიან ახლოს დაფიქსირდა. იქნება თუ არა წარმატებული, დღევანდელი გარღვევის მცდელობა?
ADA-ს და IOT-ის ანალიზი
ალტკოინების ბაზრის აღდგენის მიუხედავად, ბევრი მათგანის ფასმა ჯერ ვერ შეძლო წინააღმდეგობის დონის გარღვევა - IOTA სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ჩვენი წინა გეგმის თანახმად, Cardano (ADA/USD) ბაზარზე ჩვენ ოპერაციული პოზიციები უნდა დავიკავოთ, ვინაიდან მას ხარების მხარდაჭერა ექნებათ - ვაჭრობის მაღალი მოცულობა - იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ დასახული პირობები შესრულდება.