12 დეკემბერს, Bakkt-ისთვის ბირჟათა რეგულირებადი ეკოსისტემა Intercontinental Exchange (ICE) გაეშვება. საზოგადოება, პლატფორმის ბაზარზე შესაძლო ზეგავლენის გამო ღელავს. ტვიტერში, ამ თემასთან დაკავშირებით პოსტების სერიის შემდეგ, ფასიანი ქაღალდების იურისტმა ჯეიკ ჩერვინსკიმ, Bakkt-თან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი განმარტა. Bakkt-ი ამ ეტაპზე ოპერაციების გასაშვებად მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვას ელოდება.
კრიპტოვალუტური საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ Bakkt-ის პლატფორმის გაშვება აუცილებლად გამოიწვევს დათვური ბაზრის დასასრულს. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომელთა გონებაში პლატფორმა მღელვარებას იწვევს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 12 დეკემბერს კომპანია ბიტკოინების სანაცვლოდ ერთდღიანი ფიუჩერსების გაყიდვას დაიწყებს.
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ინსტიტუციონალურ ინვესტორებს,კომპანია Cboe და CME Group-ის ჩათვლით, შესაძლებობას მისცემს კრიპტოვალუტის საკუთრების უფლებით ისარგებლონ, რაც მას ბაზარზე ხელმისაწვდომ ფიუჩერსების შეთავაზებებისაგან განასხვავებს.
კომპანიის წარმომადგენლები თვლიან, რომ ამან საზოგადოებაში არსებულ მღელვარება, რომ ეს პროცესი ბიტკოინზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს, უნდა გააბათილოს. თუმცა, ექსპერტები ამ არგუმენტებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
ჩერვინსკიმ, ერთიანი სურათის არქონის მიუხედავად, მოახდინა ბანკ Morgan Stanley-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის კეტლინ ლონგის ოქტომბერში სოციალურ ქსელში ამ პრობლემასთან დაკავშირებით მოსაზრების ციტირება. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ნეგატიური განწყობა დაკავშირებულია ფინანსურ ინსტიტუტებში არსებულ პრაქტიკასთან - კლიენტების სახსრების მრავალჯერადი დაგირავების გზით დიდ მოგების ნახვა.
პლატფორმა Bakkt-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ თავიანთ ქმედებებში გამჭირვალეობას ემხრობიან.
მასალების მიხედვით cryptodaily.co.uk
ასევე წაიკითხეთ
უოლ-სტრიტი კრიპტოვალუტაზე უარს აცხადებს
Bloomberg-ის ინფორმაციით, უოლ-სტრიტი ნელ-ნელა კრიპტოვალუტის ბაზარს ტოვებს. მიუხედავად ბაზრის დაცემისა, დარეგულირების პრობლემებისა და თაღლითობის უამრავი შემთხვევებისა, გვეჩვენებოდა, რომ უოლ-სტრიტი კრიპტო-აქტივების ფასების აწევას შეძლებდა.
$3 მილიონის მოპარული ელექტრო ენერგია = $14.5 მილიონს ბიტკოინში
ტაივანელი მაინერი გვარად იანგი დააპატიმრეს და მთავრობამ ბრალად, კრიპტოვალუტაში 100 მილიონი იუანის ($14 500 00) არაკანონიერ მოპოვების გამო წაუყენა. იანგმა $3.2 მილიონის მოპარული ელექტროენერგია მაინიგისთვის გამოიყენა.

