ჰონკ-კონგური კომპანია, Crypto.com-მა, მანამდე ცნობილი როგორც Monaco-მ, ამერიკულ ბაზრისთვის ახალ VISA ბარათის გამოშვებას გეგმავს. VISA Crypto Card-ი რომლის გაშვებაც იგეგმება და მოგვცემს VISA-ს ქსელში კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებობას, ამჟამად ხელმისაწვდომი მხოლოდ სინგაპურის რეზიდენტებისთვის არის.
გასულ თვეში სინგაპურში წარმატებული ტესტირების შემდეგ, Metropolitan Commercial Bank-ი ამზადებს MAP VISA Card-ის პროგრამის დანერგვას, აშშ-ში გეგმავს. პროდუქტის ამერიკულ ბაზარზე რეალიზება, მხოლოდ აშშ-ს მარეგულირებლის თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
MICO Visa ბარათი უნიკალურია, კრიპტოვალუტისა და ტრადიციულ ფიატებს შორის გადაცვლის უსაფრთხო და მოსახერხებელი გზა არის.
Crypto.com-ის წარმოდგენილი სადებეტო Visa ბარათები ყოველთვიური და ყოველწლიური მოსაკრებელის, ბანკომატით განაღდებისა და უცხოური ტრანზაქციების საკომისიოსგან გათავისუფლებას მოიცავს.
გამოშვების შემდეგ ბარათი ხუთი ტიპის კრიპტოვალუტის მხარდაჭერას იქონიებს. Bitcoin, Ethereum, XRP, Monaco და Binance Coin, თუმცა კომპანია დროთაგანმავლობაში ჩამონათვალის გაფართოებას გეგმავს.
შეერთებული შტატების მოქალაქეებს წინასწარი შეკვეთა Crypto.com-ის საფულისა და საბარათო აპლიკაციის გამოყენებით შეუძლიათ. პროცესი 3 წუთს წაგართმევთ. "საფულე" აპლიკაცია ასევე ტრანზაქციების სრული კონტროლის შესაძლებობა აქვს, ასევე ბარათის გაყინვისა და გალღვობის ფუნქცია.
Visa Crypto Card-ის ყველა ტრანზაქცია ადგილობრივ ფიატში არის ნომინირებული. თავიდან კრიპტოვალუტა ჯერ კონვერტირდება და შემდეგ მომხმარებლები VISA-ს ქსელში უბრალო რეჟიმში გადაიხდიან.
კომპანიის მონაცემებით 100 000 მომხმარებელზე მეტმა წინასწარი შეკვეთა გააფორმა სხვადასხვა მსოფლიოს კუთხიდან.
Crypto.com-ი თვლის, რომ მათი ახალი Visa Card-ი იმ კრიპტოვალუტური სადებეტო ბარათების რიცხვს შეუერთდება, რომლის გამოყენების სფერო და გავრცელება ყოველდღიურად იზრდება.
ასევე წაიკითხეთ
Visa კრიპტოვალუტებში საკუთარი თავისთვის საფრთხეს ვერ ხედავს
ფინანსური გიგანტი Visa ციფრული აქტივების ბაზარზე გასვლას არ ჩქარობს. გადაცემა Mad Money-ის მსვლელობისას, რომელიც ეთერში CNBC-ზე გადის, Visa-ს გენერალურმა დირექტორმა ალფრედ კელიმ ციფრულ ინდუსტრიაში კომპანიის სამომავლო გეგმები განიხილა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტები Visa-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ კომპანია კრიპტოვალუტური ფუნქციების დანერგვისთვის მზადაა, თუკი ციფრული მონეტები მომავალში უფრო სტაბილური და გავრცელებული იქნება.
შესაძლებელია თუ არა Ripple Swift-ის პარტნიორი გახდეს?
სამშაბათს, XRP-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ, რომელიც დაკავშირებულია Ripple-ს ქსელთან, დროებით გადაუსწრო Ethereum-ის კაპიტქალიზაციას. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ჭორი გახდა, რომლის თანახმად, Swift-ის მომდევნო განახლებისას, მასში Ripple იქნება ინტეგრირებული. სამშაბათს Swift-ის წარმომადგენელმა ეს ჭორები უარყო.