ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ Bitcoin ტრანზაქციები უკანონო ოპერაციებში მათი გამოყენების არავითარ რისკს არ წარმოადგენს, ან ძალიან მცირე რისკს შეიცავს.
გასულ თვეში სამხრეთ კორეის საფინანსო მომსახურეობის კომისიის ფინანსური ინფორმაციის განყოფილებამ ანგარიში გამოსცა, რომელშიც წერია, რომ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს უფრო ტრადიციული ბანკები ექვემდებარება, ვიდრე კრიპტოვალუტა.
ახლა კი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური ზომების შემმუშავებელი საერთოევროპული ჯგუფის (FATF) კიდევ ერთი ანგარიში ადასტურებს, რომ კრიპტოვალუტები მათი ტერორიზმის დაფინანსებისა ან ფულის გათეთრებისთვის გამოყენების რისკებს არ შეიცავს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტა თეორიულად შეიძლება საშიშროებას წარმოადგენდეს, თუმცა იმის მტკიცებულება, რომ ის ამჟამად დანაშაულის ზრდას უწყობს ხელს, ძალიან ცოტაა.
დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ იმ კანონების გაუმჯობესებას გეგმავენ, რომლებიც ქვეყანაში კრიპტოვალუტური ბირჟების საქმიანობას არეგულირებს. კრიპტოვალუტურ ბირჟებსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის ტრანზაქციების მონიტორინგისთვის ისინი ევროკავშირის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მეხუთე დირექტივის გამოყენებას გეგმავენ.
გასულ კვირას G20 სამიტზე არგენტინაში მსოფლიო ლიდერებმა ციფრული აქტივების რეგულირებაში კოორდინირებული მიდგომების შესახებ მოწოდება გააკეთეს. მომავალი წლის ივნისში FATF უფრო ვრცელი სახელმძღვანელოს გამოცემას გეგმავს, რომელშიც მითითებული იქნება, როგორ უნდა მართონ ქვეყნებმა ციფრული აქტივების ეკოსისტემის ყველა ასპექტი.
მასალების მიხედვით cryptocoinspy.com
ასევე წაიკითხეთ
Mt.Gox-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ოთხშაბათს, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტური გადამცვლელის Mt.Gox-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის მარკ კარპელესისთვის, პროკურორებმა 10 წლით თავისუფლების აღვეთის განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.
ვეშაპებისგან ნიშანია - არააქტიური საფულიდან გადარიცხულია უზარმაზარი თანხა
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბიტკოინ-მისამართმა “გაიღვიძა” და ვიღაცამ, 257 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების, 66 233 BTC გადარიცხა. ეს მისამართი 2014 წლიდან აქტიური აღარ იყო.