ოთხშაბათს, სან-ფრანცისკოში მოღვაწე კრიპტოვალუტურმა საინვესტიციო კომპანიამ Layer1-მა განაცხადა, რომ მათ PayPal-ის დამაარსებელმა პიტერ ტილმა, საწყისი დაფინანსების მიზნით, ორი მილიონი აშშ დოლარი ჩაურიცხა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ გუნდს ტექნოლოგიურ და ფინანსურ სფეროებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
Layer1-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დამაარსებელი ალექსანდერ ლიგლი, ცოტა ხნის წინ, საგადასახადო სააგენტოს დაკვეთით, თაღლითური ქმედებების ამომცნობ სპეციალური პლატფორმის შექმნაზე მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიტერ ტილს ისეთი ინვესტიციის დაბანდება სურს, „რომელიც კრიპტოვალუტური კომპანიის კატეგორიას განსაზღვრავს“. Layer1-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ახალი პროდუქტი ღია საწყის კოდზე იქნება შემუშავებული.
ამ მომენტისათვის კომპანია პრივატული კრიპტოვალუტა Grin-ის შემქნაზე მუშაობს და მისი ზრდის მხარდასაჭერად, სპეციალური ტექნოლოგიის დანერგვასაც გეგმავს. შემმუშავებლების თქმით, კრიპტოვალუტის გამოშვება 2019 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი, რომელიც მასშტაბურობის და კონფიდენციალურობის მაღალი დონით გამოირჩევა.
Layer1-ის დაფინანსება, ტილის გარდა, MIT Media Lab Bitcoin Developer Fund-ის ერთ-ერთმა პირველმა ინვესტორმა ჯეფრი ტარანტმაც გადაწყვიტა. გარდა ამისა, ტრანტი, საინვესტიციო ფირმა Protege Partners-ის თანადამფუძნებელიც არის, რომელშიც 2016 წელს ალექსანდერ ლიგლმა სტაჟირება გაიარა.
მასალების მიხედვით financemagnates.com
ასევე წაიკითხეთ
პარაგვაი მსოფლიოში უმსხვილესი მაინინგის ფერმის მშენებლობას უჭერს მხარს
Blockchain Technology Foundation დაარსებიდან სამხრეთ კორეაში მდებარეობდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ფონდმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მაინინგის ფერმის და კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტის შექმნასთან დაკავშირებით პარაგვაის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა.
Goldman Sachs-ი და ნოვოგრატცი კრიპტო-საფულე BitGo-ში ინვესტიციებს აბანდებენ
საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-ი და ბიტკოინ-ხარმა მაიკ ნოვოგრატცმა კომპანია BitGo Holdings Inc-ში, რომელიც მდიდარ კლიენტებს და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს აქტივების შენახვის საიმედო სერვისებს სთავაზობს, 15 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადეს. შედეგად BitGo-ს კრიპტო-საფულის მოცულობა 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.