2019 წლის იანვრიდან ნორვეგიაში მაინინგის კომპანიებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათების გაუქმება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, მონაცემთა დამუშავების შვედური ცენტრები მაინინგური კომპანიებისგან მოთხოვნების ტალღას ელოდებიან, რომელთაც საკუთარი საქმიანობის შვედეთში გადატანის სურვილი გაუჩნდებათ.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ შვედური დატა-ცენტრებით ის მაინერები დაინტერესდნენ, რომლებიც ელექტროენერგიაზე შეღავათების გაუქმების შესახებ ცნობების შემდეგ ნორვეგიას ტოვებენ. 2019 წლის იანვარში მაინერებს, რომლებიც ნორვეგიაში საქმიანობენ, ერთ კვტ.სთ-ში $0,0056-ს ნაცვლად, რასაც ისინი მანამდე შეღავათების გათვალისწინებით იხდიდნენ, $0,019-ის ექვივალენტის გადახდა მოუწევთ. ერთ კვტ.სთ-ში მონაცემთა დამუშავების შვედური ცენტრები $0,0055-ს იხდიან და ამ განაკვეთის ცვლილება არ იგეგმება.
შვედურ ქალაქ ბუდენში ამჟამად 10-მდე მაინინგური კომპანია მოქმედებს. კომპანია Boden Business Agency-ს დირექტორი, ერიკ სვენსონი პროგნოზირებს, რომ მალე მათი რიცხვი გაიზრდება, ვინაიდან კომპანიები ნორვეგიას დატოვებენ:
ეს კომპანიები სულ მალე ჩვენ თავად მოგვმართავენ, ვინაიდან არც თუ მცირე თანხებზეა საუბარი, ჩვენთან კი ფასები ნამდვილად უფრო იაფია. ეს ქალაქს დამატებით სარგებელს მოუტანს. ამჟამად ბუდენში რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს. აქტიურობასა და ქალაქში შემოსავლების მოზიდვასთან დაკავშირებით ბიზნეს-პარკ Boden-ის მშენებლობა დაიწყო, რომელშიც ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.
კომპანია Bitmain ერთ-ერთია, რომელზეც ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებამ შეღავათების გაუქმების შესახებ ზეგავლენა მოახდინა.
„მთავრობის პოლიტიკა ნორვეგიიდან ინდუსტრიას დევნის“ - განაცხადა კომპანია Bitmain-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერმა ჯულია ჰვიდბერგმა. „ჩვენ გლობალური კომპანია ვართ და შეგვიძლია, შვედეთსა ან დანიაში გადავიდეთ, ჩვენი ნორვეგიელი პარტნიორი კი დიდ კონტრაქტს დაკარგავს“.
მასალების მიხედვით https://news.bitcoin.com
ასევე წაიკითხეთ
Bitmain ფუნქცია Overt AsicBoos ხელმისაწვდომს ხდის
ჩინურმა მაინინგ კომპანიამ Bitmain განახლებული ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა გამოუშვა, რომელიც ბიტკოინ მაინერებს ფუნქცია Overt AsicBoost-ის აქტივაციის საშუალებას აძლევს. მისი მეშვეობით მუშაობის ეფექტურობა იზრდება და წარმოებაზე დანახარჯი მცირდება
შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?
კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.