მალტის კრიპტოვალუტური ბირჟა OKEx-მა ახალი ვირტუალური პროდუქტი უვადო სვოპი განახორციელა- ერთრანგიანი ვირტუალური დერივატივი, რომელიც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ფსონი ციფრულ აქტივზე დადონ, ისეთზე როგორიცაა Bitcoin.
ახლა OKEx-ის სერვისების ასორტიმენტში შედის უვადო სვოპების ფიუჩერსული კონტრაქტები და სპოტ-ტრედინგი, მარჟითა და საკრედიტო მხარით. უვადო სვოპებით ვაჭრობა OKEx-ზე ოფიციალურად 2018 წლის 11 დეკემბრიდან დაიწყება.
უვადო სვოპს გააჩნია მექანიზმი, რომელიც ფიუჩერსულ კონტრაქტს ჰგავს ვადის ამოწურვის გარეშე და ანგარიშსწორება ყოველდღიურად ხორციელდება. ყველა კონტრაქტი სვოპზე BTC-ის რაოდენობას უდრის, 100 აშშ დოლარის ექვივალენტი.
მომხმარელებს შეეძლებათ გახსნან გრძელი პოზიციები, ბაზრის ზრდაზე სარგებელის მისაღებად, ანდაც მოკლე პოზიციები, ბაზრის ვარდნისას მიიღონ შემოსავალი.
“უვადო სვოპების გახსნამ, ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი ფინანსური ეკოსისტემის შექმნაზე წარმოაჩინა, ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის გამოყენებით” - განაცხადა ბირჟა OKEx-ის ფინანსურმა დირექტორმა ლენიკს ლაიმ.
ახალი შემოთავაზებით, ინვესტორები და ტრეიდერები შეძლებენ აირჩიონ პროდუქტი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ სავაჭრო და ჰეჯ სტრატეგიებს.
მიუხედავად ამისა, ჩვენი სურვილია ჩვენს მკითხველს შევახსენოთ, რომ ეს პროდუქტი სესხების ბუნებას ატარებს, და ამიტომ რისკებით მართვის სტრატეგია არანაკლებად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.
მასალების მიხედვით hedgeweek.com
ასევე წაიკითხეთ
Bithumb-დან მოპარული აქტივები Yobit-ს ანგარიშებზე გადარიცხეს
კრიპტობირჟა Bithumb-ზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპარული აქტივების უმეტესობა რუსულ ბირჟა Yobit-ზე გადარიცხეს. მონაცემთა დეტალური შესწავლის შემდეგ, Crystal Blockchain Analytics-ის ანალიტიკოსები, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ.
ბელორუსები ბირჟა Binance-ს მომსახურებასთან წვდომას კარგავენ
რეიტინგული კრიპტოვალუტური ბირჟა Binance მარეგულირებლების მოთხოვნების შესრულებას განაგრძობს, რითიც თავის მომხმარებლებს ანერვიულებს. ამჯერად Binance ბირჟის მომხმარებლებს ბელორუსიიდან მომსახურებაზე უარს უცხადებს.