ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ინვესტორებისთვის გამაფრთხილებელი ინფორმაცი გაავრცელა. გამოცემის თანახმად, ინვესტორები ფულს ისეთ მონეტეში აბანდებენ, რომლებსაც SEC-ი არ აღიარებს. ფინანსური მარეგულირებელი წერს, რომ ინვესტირებისთვის სარისკოა ისეთ ICO-ში მონაწილეობის მიღება, რომელსაც მასმედიის საშუალებებით არეკლამებენ და რომლებიც (SEC)-ის მიერ არ არის აკრედიტებული.
ცოტა ხნის წინ ტაილანდურმა SEC-მა საეჭვო ციფრული აქტივების გამოსააშკარავებლად საკუთარი გამოძიება ჩაატარა. ძირითადად ის აქტივები შეამოწდა, რომლებსაც პლატფორმების სოციალურ ქსელებში აქტიურად არეკლამებდნენ. გამოძიების შედეგად რეგულატორის მიერ 9 არასანქცირებული კრიპტოშეთავაზება გამოაშკარავდა.
კომისიის დასკვნის თანახმად არალეგალურად ითვლება შემდეგი მონეტები: Orientum (ORT), OneCoin და OFC Coin, Tripchchain ( TXC), TUC და ასევე ოთხი გამტარი ICO: G2S Expert, Singhcom Enterprise, Adventure Hostel Bangkok და Kidstocurrency.
ბაზრის ძირითადი მარეგულირებლის თანახმად, მონეტების თავდაპირველი განთავსების (ICO) ორგანიზატორები ლიცენზიის მისარებად SEC-თვის არ მიუმართავთ და ხალხისთვის უდიდეს საინვესტიციო რისკს წარმოადგენენ. გარდა ამისა, SEC-მა მიუთითა იმაზე, რომ არალიცენზირებული ტოკენების და ICO-ების პრომოუტერებმა და ემიტეტებმა შესაფასებლად სმარტ-კონტრაქტები არ წარადგინეს და არც ლიცენზირებული ICO-ს ვებ-პორტალები გამოიყენეს.
საზოგადოებისთვის მისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც ინვესტიციების დაბანდების საფუძვლად უნდა იქცეს - არასრულია ან საერთოდ არ არის. ასევე არ დასტურდება კრიპტოპლატფორმებზე ვაჭრობის და ფიატურ ვალუტაში კონვერტირების მოთხოვნილი ლიკვიდურობის არსებობა. აქედან გამომდინარე, ინვესტორები გამოუსადეგარ ხელოვნურ აქტივებს ყიდულობენ, რომლებსაც მომავალში ვერ გაყიდიან.
SEC-ის დასკვნის თანახმად, მითითებული საინვესტიციო ობიექტები 2017 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ნორმატიულ პრინციპებს არ შეესაბამებიან.
ასევე წაიკითხეთ
CFTC-ი სმარტ-კონტრაქტების კოდერებს პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს
დუბაიში გამართულ GITEX Technology Week-ის 38-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე აშშ-ში სასაქონლო ფიუჩერსებით (CFTC) ვაჭრობის კომისიის წარმომადგენლი ბრაიან კვინტეცი, „მოვლენებზე გათვლილი კონტრაქტების“ შემქმნელების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი ზომების მიღების წინადადებით გამოვიდა.
ესპანეთის საგადასახადო სამსახური კრიპტოვალუტის მფლობელებისგან გადასახადს ითხოვს
ესპანური საგადასახადოს ორგანოების კრიპტოვალუტის მფლობელების იდენტიფიკაციის მცდელობა, გაწეულ ხარჯებს ამართლებს. რამოდენიმე ფირმაში გამოძიების ჩატარების შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა კრიპტოვალუტაზე ახალი გადასახადის შემოღების მიზეზს ეძებს.