ინდოეთმა შეიძლება კირპტოვალუტა 30 ოქტომბერს მთლიანად აკრძალოს, ამის გამო, 30 ოქტომბერს ფინანსური სტაბილურობისა და განვითარების საბჭოზე, ვირტუალური ვალუტის საკითხი დააყენეს. "საბჭომ საკითხები და კრიპტოაქტივების პრობლემები განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ აუცილებელია განიხილონ კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვის შესაძლებობა", - ნათქვამი ინდოეთის პრესს რელიზის (PIB) განცხადებაში.
Crypto Kanoon-ის ინფორმაციული პლატფორმის თანახმად, სიტყვა "გამოყენება" ნიშნავს, რომ მთლიანად უნდა იყოს აკრძალული შესყიდვა, გაყიდვა, ტრანზაქციები და კონვერტაცია რიპიას კრიპტოვალუტის, მაგრამ არა თვით კრიპტოვალუტის ფლობა.
საბანკო სექტორისა და ბაზრის რეგულატრის წარმომადგენლები საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ, ასევე ფინანსთა მინისტრი არტი ჯენტლი და ეკონომიკური საკითხების თავჯდომარე სუბჰაშ ჩანდრა გარგი, რომელიც ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს კრიპტოვალუტების საკითხებში. მან ზუსტად აგვისტოში ყველაზე გასაგებად განაცხადა ციფრული ბიზნესის მიმართ რეგულატორების დამოკიდებულება ინდოეთში: "ჩენ არ ვთვლით კრიპტოვალუტას ფულად პრინციპში".
ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ინდოეთის სარეზერვო ბანკის თავჯდომარის მოადგილე და ინდოეთის SEC-ის თავმჯდომარე შედიან. საბჭო 2017 წლის დეკემბერში იყო შექმნილი და ციფრული ვალუტებისადმი რეგულირების წესები უნდა ჩამოეყალიბებინათ.
ნორმატიული დოკუმენტები ივლისისთვის პროეკტო წესით უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ შემდგომში გადაავადეს. როგორც ჩანს, ამჟამად იდნოეთის მარეგულირებელმა გადაწყვიტა პრობლემა უმოკლესი გზით გადაეჭრათ - უბრალოდ ყველაფერი აკრძალონ.
ა.წ. დასაწყისში, RBI-მ ბანკებს კრიპტოვალუტის საქმიანობით დაკავებულ კომპანიებთან თანამშრომლობა აუკრძალა. ამან ციფრული ვალუტის ეკოსისტემას კატასტროფული შედეგი მოუტანა, ხოლო ქვეყნის უდიდესი ბირჟა საერთოდ მალტაზე გადავიდა. თუმცა, ქვეყანაში ჯერ კიდევ 5-6 მილიონ კრიპტოვალუტის მფლობელს ითვლიან.
მასალების მიხედვით qz.com
ასევე წაიკითხეთ
იაპონია და კრიპტოვალუტები: უნიკალური სიტუაცია
იაპონია ის ადგილია, სადაც კრიპტოვალუტა გაჩნდა, ადგილი, სადაც Bitcoin.com-ის შტაბ-ბინა მდებარეობს და სადაც პირველი კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტი MtGox გაჩნდა. იდუმალებით მოცული, ბიტკოინის შემქმნელის სატოში ნაკამატოს სამშობლოც აქ არის. ამ ყველაფრის მიუხედავად, აღმომავალი მზის ქვეყანაში ციფრული მოძრაობის განვითარება დასავლეთისთვის საიდუმლოდ რჩება.
ჩრდილოეთ დაკოტის მარეგულირებელმა რუსული სტარტაპი აკრძალეს
აშშ-ში, შტატ ჩრდილოეთ დაკოტას ფინანსურმა მარეგულირებელმა თაღლითურ რუსულ კრიპტოვალუტურ კომპანიას ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება არ მისცეს. როგორც გაირკვა, რუსული ფირმა ბრუნვაში მონეტების (ICO) გაშვების მიზნით, თავს ლიხტენშტაინში დარეგისტრირებულ ბანკად ასაღებდა.