პროექტმა ADAB Solutio, რომელიც ბაზირებულია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, განაცხადა, რომ გეგმავს მომავალ წელს FICE - პირველი ისლამური კრიპტივალუტის გადამცვლელი პუნქტი აამუშაოს (First Islamic Crypto Exchange), რომელიც „შარიათის კანონების შესაბამისად“ იმუშავებს. ცნობილია, რომ 2020 წლისთვის კომპანია გეგმავს ვაჭრობის ყოველდღიურმა მოცულობამ $146 მილიონს, ხოლო ყოველთვიურმა - $4.4 მილიარდს მიაღწიოს.
პროექტი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უკვე კრიპტოვალუტის საზოგადოების ყურადღება მიიქცია. გამოცემა Coin Shark-მა FICE „2018 წლის ტოპ 10 ყველაზე სასარგებლო ICO-პროექტის“ სიის პირველ ადგილზე განათავსა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათი პროდუქტი „კრიპტოველუტის ბაზარს ისლამური სამყაროსთვის გახსნის“, და ასევე „გახდება მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელიც ისლამური ფინანსური სისტემის პრინციპების მიხედვით იმუშავებს“.
ეს იმას ნიშნავს, რომ პლატფორმის მუშაობას ორი სხვადასხვა დეპარტამენტი გააკონტროლებს - ისლამური ფინანსების დეპარტამენტი (Department of Islamic Finance), და ასევე შარიათის საკონსულტაციო საბჭო, რომლის თანამშრომლებიც კრიპტოვალუტის „ჰალალობას“ აანალიზებენ და დაამტკიცებენ.
ADAB Solutions-ის ინფორმაციის თანახმად, სხვაობა ჩვეულებრივ და ისლამურ სავაჭრო პლატფორმებს შორის იქნება ის, რომ FICE ბაზრით სპეკულირებას ან მანიპულირებას არ შეეცდება.
Daily News-ის მიერ 2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ისლამური ფინანსური ბაზრის ყოველწლიურმა ზრდამ ბოლო 10 წლის განმავლობაში 10-12% შეადგინა. ამის გარდა, 2018 წლის ივლისში კომპანია Thomson Reuters-ის ანალიტიკოსებმა ისლამური ფინანსური ბაზრის ღირებულება $2.2 ტრილიონად შეაფასეს. ექსპერტების პროგნოზებით კი მისი ღირებულება 2022 წლისთვის $3.8 ტრილიონს მიაღწევს.
ADAB Solutions-ის წარმომადგენლების თქმით, მათ პირველი ისლამური კრიპტოვალუტის გადამცვლელი პუნქტის შექმნისთვის საუკეთესო დრო შეარჩიეს.
„FICE-ის შექმნის იდეა ისეთი აქტუალური და აუცილებელია, როგორც არასდროს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ADAB Solutions-ს მომხმარებლებს სთავაზობს შეიძინონ ADAB ტოკენები ICO-ს დროს, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დაიწყო და 2019 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ისლამური ციფრული ვალუტის ღირებულება $0.1 შეადგენს. კომპანიის ვარაუდით, 2022 წლის ბოლოს მისი ღირებულება $11.5-მდე გაიზრდება.
ADAB ტოკენის გამოყენება პლატფორმაზე არსებული ყველა სახის ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად შეიძლება. კომპანიის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ყოველი საკომისიო მოსაკრებლიდან მიღებული ტოკენების 10%-ს გაანადგურებენ, რათა შეამცირონ ტოკენების რაოდენობა და გაზარდონ მათი ღირებულება.
მასალების მიხედვით https://cointelegraph.com/
ასევე წაიკითხეთ
OKEx-მა თავის მომხმარებელი კიდევ ერთხელ გააცურა
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტის გამცვლელმა პუნქტმა თავისი კლიენტების ორდერები გაუფრთხილებლად იმ მომენტში გააუქმა, როდესაც აქტივების ფასები დაეცა. ამის გამო პლატფორმის მომხმარებლებმა თავისი სახსრები დაკარგეს. საუბარია $135 მლნ. ღირებულების Bitcoin Cash-ის ფიუჩერსებზე. გამცვლელი პუნქტის წარმომადგნელებმა ასეთი გადაწყვეტილება Bitcoin Cash-ის ორად გაყოფის პროცესის გამო მიიღეს.
Binance Bitcoin Cash ABC-ისა და Bitcoin Cash SV-ის მონეტებს ჩარიცხავს
ბირჟა Binance-მ მონეტების გადანაწილების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელებიც გუშინდელი Bitcoin Cash-ის ჰარდ ფორკის შემდეგ მიიღო. Binance-ს ჯგუფმა პლატფორმის მომხმარებლებს შეატყობინა, რომ გადაფასება ერთი-ერთზე მოხდება. BCHAB ან BCHSV მონეტები დაირიცხება ყოველი Bitcoin Cash-ის მონეტის ნავცლად, 16:40 15.11.2018 მდგომარეობის მიხედვით. ვაჭრობა 16 ნოემბრის 8 საათიდან დაიწყო.