შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენი ბებია თქვენს გაკრიტიკებას იმ გადაწყვეტილების გამო დაიწყებს, რომ თქვენი შემოსავლების ინვესტირება ბიტკოინში გადაწყვიტეთ, შეგეძლებათ, შეეპასუხოთ და უთხრათ, რომ უფრო არასტაბილურ აქტივებში, მაგალითად აქციებში, ამის გაკეთების გამბედაობა უბრალოდ არ გეყოთ. ექსპერტების აზრით, ბოლო დროს
BTC უოლ-სთრითზე ზოგიერთ პოპულარულ აქციებზე,მათ შორის Amazon-ი, Netflix, Nvidia, უფრო ნაკლები ფასის დემონსტრირებას ახდენს. CBOE (CBOE Options Institute) ოპციების ინსტიტუტის მთავარი ლექტორი კევინ დავიტი აღნიშნავს, რომ ბიტკოინის ისტორიული არამდგრადობა (HV) 31.5%-ის ნიშნულამდე დაეცა.
შედარებისთვის, Amazon-ის 20 დღიანი HV 35% შეადგენს, Nvidia-ის - 40%, ხოლო Netflix-ის არასტაბილურობა ბიტკოინისას თითქმის ორჯერ აღემატება - 52%. მოცემულ მომენტში ბიტკოინი თითქმის იგივენაირად სტაბილურია, როგორც Apple (AAPL), მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის 20 დღიანი აქციების არასტაბილურობა, რისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს აღემატება, 29.3%-ს შეადგენს.
დავიტის აზრით, კრიპტოვალუტური ბაზარი უფრო ყალიბდება და HV-ს დაცემა შესაძლოა ეკოსისტემაში "სტრუქტურული ცვილებების" მაჩვენებელი გახდეს.
შესაძლებელია, ჩვენ ბაზრის ჩამოყალიბების მომსწრეები ვხვდებით. თუმცა ჯერ ცოტა ადრეა იმის განცხადება, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრება, მაგრამ ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ფასის დიაპაზონის მუდმივობა სტრუქტურული ჩანაცვლების ნიშანი შეიძლება გახდეს. დრო გვიჩვენებს.
ასევე წაიკითხეთ
Morgan Stanley ბიტკოინს ინვესიტრების კლასად მიიჩნევს
როგორც ჩანს, ხანდახან, სხვადასხვა დაწესებულება და მმართველი ორგანო ბევრ დროს ხარჯავს, რათა გაარკვიონ თუ როგორ განახორციელონ ბიტკოინის კლასიფიცირება, ვიდრე შეიმუშაონ საჭირო გამჭირვალე კანონები მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
PayPal-ის შემქმნელი ინვესტიციების დაბანდებას კრიპტოკომპანიაში გეგმავს
ოთხშაბათს, სან-ფრანცისკოში მოღვაწე კრიპტოვალუტურმა საინვესტიციო კომპანიამ Layer1-მა განაცხადა, რომ მათ PayPal-ის დამაარსებელმა პიტერ ტილმა, საწყისი დაფინანსების მიზნით, ორი მილიონი აშშ დოლარი ჩაურიცხა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ გუნდს ტექნოლოგიურ და ფინანსურ სფეროებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.